ჩვენი თავი გაგვჭირვებია და არ ვართ იმ სიტუაციაში, ამომრჩეველს მოვუწოდოთ ვინმეს ხმა მისცეს - ხვიჩია

პუბლიკა

„ჩვენი თავი გაგვჭირვებია და არ ვართ ახლა იმ სიტუაციაში, რომ ამომრჩეველს მოვუწოდოთ, ვინმეს ხმა მისცეს ან არ მისცეს, თან იცით ჩვენი პოზიცია – ეს ორი პარტია ერთიან თამაშს თამაშობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ, შეკითხვის პასუხად, მოუწოდებს თუ არა თავის ამომრჩეველს, თუ ვის დაუჭიროს მხარი მეორე ტურში.

„პირველ რიგში მინდა, მივულოცო გამარჯვებულ პარტიებს – „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში წარმატება და მივულოცო ქართველ ხალხს ის, რომ კიდევ 3 წლის განმავლობაში ამ ორი დიდებული პარტიის ურთიერთობას უკეთ შეისწავლიან და ისიამოვნებენ. ჩვენი თავი გაგვჭირვებია და არ ვართ ახლა იმ სიტუაციაში, რომ ამომრჩეველს მოვუწოდოთ, ვინმეს ხმა მისცეს ან არ მისცეს. თან იცით ჩვენი პოზიცია, რომ ეს ორი პარტია ერთიან თამაშს თამაშობს და რომელს მისცემთ ხმას, ამას დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია“, – აცხადებს ხვიჩია.