„ჩვენმა გუნდმა საიას, TI-ისა და „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშები გააანალიზა“ | პაპუაშვილის ბრიფინგი

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიშებზე ისაუბრა.

„ჩვენი გუნდის მიერ გაანალიზდა სამი ორგანიზაციის ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“  და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები.

იკვეთება ტენდენცია, რომ ანგარიშებში აღწერილია ისეთი შემთხვევები, რომლებიც ემყარება მხოლოდ დაინტერესებული მხარის ან მესამე პირის მიერ მოყოლილ ამბავს, ან  სუბიექტურ აღქმებს, ისე რომ, არ იკვეთება რაიმე ირიბი მტკიცებულებაც კი. ამიტომ, მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, იხელმძღვანელონ მტკიცების მინიმალური სტანდარტით მაინც, რომ მათი ანგარიშები უნებლიეთ არ გახდეს დეზინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტი.

მნიშნველოვანია ასევე, რომ ორგანიზაციებმა მათი ანგარიშებიდან ამოიღონ ის შემთხვევები, რომლებიც უკვე დადგინდა, რომ დარღვევას არ წარმოადგეს,  რაც ჩვენი დაკვირვებით, ჯერჯერობით არ ხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, ორგანიზაცია „სირცხვილიასა“ და „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის“ მიერ შექმნილ „სამოქალაქო საარჩევნო კომისიას“ კავშირი აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“.