მიუხედვად არაკონკურენტული მეორე ტურისა, პირველი ტურის მსგავსად ამომრჩევლის ნების კონტროლი კვლავ გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს.
მათი თქმით, უბნებზე მობილიზებული არიან კოორდინატორები და აქტივისტები, რომლებიც ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გარემოს ქმნიან.
„ასევე ორ შემთხვევაში ( ჩუღურეთის ოლქის #10 და რუსთავის ოლქის #45) მათ ხელი შეუშალეს ჩვენს დამკვირვებლებს საკუთარი უფლებამოსილების განხორცილებაში და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ”, – წერს საია.
საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით განხადება გაავრცელა „სამართლიანმა არჩევნებმაც” (ISFED).
დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტურს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.