ჩვენს დამკვირვებლებს ხელი შეუშალეს საქმიანობაში და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ - საია

პუბლიკა

მიუხედვად არაკონკურენტული მეორე ტურისა, პირველი ტურის მსგავსად ამომრჩევლის ნების კონტროლი კვლავ გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს.

მათი თქმით, უბნებზე მობილიზებული არიან კოორდინატორები და აქტივისტები, რომლებიც ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გარემოს ქმნიან.

„ასევე ორ შემთხვევაში ( ჩუღურეთის ოლქის #10 და რუსთავის ოლქის #45) მათ ხელი შეუშალეს ჩვენს დამკვირვებლებს საკუთარი უფლებამოსილების განხორცილებაში და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ”, – წერს საია.

საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით განხადება გაავრცელა „სამართლიანმა არჩევნებმაც” (ISFED).

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტურს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.

LB loan image desktop LB loan image mobile