ჩვენს კლინიკაში დღეს ერთი გაჯანმრთელება გვაქვს და არცერთი ახლი შემთხვევა. დასკვნები თქვენ გააკეთეთ - სოლოღაშვილი

პუბლიკა

მაკა სოლოღაშვილმა მედიისთვის ტრადიციული ბრიფნგი გამართა, სადაც განცხადა, რომ 5 მაისის მდგომარეობით ბოჭორიშვილის ბოქსირებულ კლინიკაში 78 პაციენტი მკურნალობს. აქედან დადასტურებული დიაგნოზი აქვს 66 ადამიანს.

„დადასტურებული დიაგნოზიდან 18 წლამდე მოზარდი 12-ია. ერთი რეანიმაციის პაციენტი და 11-ი საყურადღებო პაციენტია. დღეს ველოდებით 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას და 8 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას, თუმცა ეს ციფრი დღის განმავლობაში შესაძლოა გაიზარდოს”, – განაცხადა დილით ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე კლინიკის წარმომადგენელმა მაკა სოლოღაშვილმა.

11 საყურადღებო პაციენტთან, მისი თქმით, გამოხატულია ორმხრივი პნევმონია. საყურადღებოა ლაბორატორიული კვლევის მაჩვენებლებიც და ამის გამო ისინი საყურადღებო პაციენტების ჯგუფს მიეკუთვნებიან.

მაკა სოლოღაშვილს ჰკითხეს – შესაძლებელია თუ არა, გამართლდეს მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელება 99%-ით მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება?

„დადასტურებით გეტყვით, რომ ყველასთვის ძალიან სასურველია, რომ ეს ასე იყოს. ერთი კლინიკის საფუძველზე ძნელია რამის თქმა. ჩვენ კომპეტენტურები ვართ ჩვენი კლინიკის კომპეტენციის ფარგლებში. დანარჩენ კვლევებზე მხოლოდ იმას ვიტყვი – სურვილი მაქვს, რომ ეს ვარაუდი გამართლდეს. რიცხვები ბევრ რამეს გვიჩვენებს, დღეს გვაქვს ერთი გამოჯანმრთელება და არცერთი დადასტურებული პაციენტი, დასკვნას თქვენ გააკეთებთ მარტივად. ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენი კლინიკის სტატისტიკით ასეთი შემთხვევა პირველია”, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

5 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11-ით გაიზარდა. გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.  მონაცემები რამდენიმე წუთის წინ StopCov.ge-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 604;
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 240;
  •  გარდაცვლილი – 9;
  • კარანტინის რეჟიმში – 4887;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები