ჩვენს პარტნიორებს ზოგიერთმა ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს იმ ცარიელი სკამებით - პრეზიდენტი

პუბლიკა

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენს პარტნიორებს ზოგიერთმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს ევრიოპის დღეს იმ ცარიელი სკამებით, ამის მიუხედავად ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა ისე რომ არ დავუშვათ, რომ ვინმემ რამე პროვოკაციაზე წამოგვაგოს“ – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

დღეს, ევროპის დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე დაპატიჟების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ არცერთი წევრი არ მივიდა. რუსთაველის თეატრში გამართულ ღონისძიებას, რომლის მასპინძელიც ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი იყო მხოლოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაესწრო.

მოგვიანებით ღონისძიება გაიმართა პრეზიდენტის სასახლეში. ზურაბიშვილმა თავისი სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდებს მიმართა.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს ახალგაზრდებს, იმიტომ რომ გვაჩვენეთ ახალი ენერგია, შემართება, გვაჩვენეთ როგორები გვინდა რომ ვიყოთ და ისეთები ხართ პასუხისმგებლიანები, ენთუზიაზმით აღსავსეა და ამავე დროს თავშეკავებული, იცით რა რთულ გზაზე გავდივართ, ამიტომ მე მაქვს თქვენი იმედი, რომ ერთად ჩვენ გავივლით ამ ძალიან რთულ გზას, ერთად და ჩვენი პარტნიორების დახმარებით,

იმიტომ, რომ თქვენ და ჩვენ კარგად ვიცით ვინ არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი, ვინ რა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ დღეს აქამდე მოვსულიყავით და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი. ქვეყნებისთვის იგივე ხდება რაც ადამიანებისთვის პიროვნულ ცხოვრებაში, ადამიანმა თუ არ იცის ვინ არის მოყვარე და ვინ მტერი ვერ გაარჩევს თავის გზას, ასევე ქვეყანა……

მინდა მივმართო არამხოლოდ ახალგაზარდებს, ახალგაზრდების გვერდით უნდა იყვნენ უფროსებიც, ისინიც თავშეკავებული.

აქ იმის დრო არ არის რომ რომელიმე პოლტიკურმა ძალამ ვინმე გამოიყენოს, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ სცადოს რომ თავისი თავი წარმოაჩინოს, აქ იმის დრო არის რომ გაერთიანებული საზოგადოება, ერთად შეკრული საზოგადოება, გავიდეს იმ გზაზე რომელიც უნდა დამთავრეს მშვიდობიანი, გამარჯვებული არჩევნებით.

მე ამ გაზზე თვქენთან ერთად ვიქნები, ვიქნები ბოლომდე ამ მშვიდობიან გაზზე იმიტომ, რომ მე ვიცი გამოცდილებით, რომ სხავა გზა ჩვენ არ გავქვს თუ არა მშვიდობიანი გზა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.