ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ II ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც - კობახიძე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ცესკოს მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს 64-დან 44 საარჩევნო ოლქში.

მისი განმარტებით, საარჩევნო უბნების 3/4 უკვე დათვლილია და ეს მონაცემები არსებითად აღარ შეიცვლება.

კობახიძის თქმით, მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისშიც.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც, თუმცა, ბუნებრივია, ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა ოთხი წლის განმავლობაში, კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი, როგორც მოგეხსენებათ უმრავლესობას თბილისის საკრებულოში 26 წევრი სჭირდება“,- განაცხადა კობახიძემ.