ზელენსკი: ცხადია, ნავალნი მოკლა პუტინმა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელესკი ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პუტინმა მოკლა.

ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტი პირდაპირ დაადანაშაულა ნავალნის სიკვდილში და თქვა, რომ პუტინმა ამაზე პასუხი უნდა აგოს.

„ცხადია, ნავალნი მოკლა პუტინმა, ისევე როგორც ათასობით სხვა. პუტინს არ აინტერესებს, ვინ მოკვდება. ის ცდილობს თავისი პოზიციის შენარჩუნებას. მას[პუტინს] პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ალექსეი ნავალნი დღეს ციხეში დაიღუპა. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგა გონება”. ის 47 წლის იყო.