ვიცე-პრემიერისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვები უნდა დავიცვათ ყველგან, მიუხედავად იმისა, თუ სად ვიმყოფებით – ეს არის საოფისე ფართი, ბიზნესსუბიექტი, სასურსათო მაღაზია თუ ეკლესია.
„ეს შეზღუდვები განპირობებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ჩვენი ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, რომ დავიცვათ, ე.წ. სოციალური დისტანცია და დავიცვათ ერთმანეთი ვირუსის გავრცელებისგან. ცხადია, წესი და კანონი მოქმედებს ყველასთვის და ეს ეხება ეკლესიასაც”, — აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა „ღამის კურიერში” საუბრისას.
„ათ კაცამდე შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს” – ასე უპასუხა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კითხვას – ეხება თუ არა შეკრებების შეზღუდვა ეკლესიას?
თუმცა მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის დეკრეტში არ არის განსაზღვრული, 10 კაცის შეკრებაზეა საუბარი თუ 20-ის და ეს რიცხვი პრემიერმა მანიფესტაციებს და შეკრებებს დაუკავშირა და არა რელიგიურ რიტუალებს.