ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილს 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

პუბლიკა

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილს. ის დამნაშავედ ცნეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს. 

ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს .

საოკუპაციო რეჟიმი, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის ჩვენების ვიდეო 16 ივლისს გაავრცელა.

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რათა შემდეგ თითოეული 5000 აშშ დოლარად გაეყიდა.