საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
სუს-ში აცხადებენ, რომ უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ექიმი შაბათს რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.