რუსმა სამხედროებმა ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაიტაცეს – რუსთავი 2

პუბლიკა

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, უკვე 5 დღეა, საოკუპაციო ძალების ტყვეობაში იმყოფება ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

ის შაბათს რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების მიერ ქართველი მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებს, თუმცა დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს.