CNN: ოდესაში რაკეტა ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერისგან 500 მეტრში ჩამოვარდა

პუბლიკა

CNN-ის ინფორმაციით, ოდესაში უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს რუსული რაკეტა მათი ტრანსპორტიდან 500 მეტრში აფეთქდა.

რუსებმა ოდესა გუშინ, იმ დროს დაბომბეს, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად სტუმრობდა. შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა – უკრაინის პრეზიდენტი და საბერძნეთის პრემიერი თავდასხმის შედეგად არ დაშავებულან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის თავდასხმის ადგილას ახლოს იყო და აფეთქების ხმები გაიგო.

„ჩვენ დღეს ვნახეთ სარაკეტო იერიში. თქვენ ხედავთ, თუ როგორ ვუმკლავდებით ამას, მათ არ ადარდებთ, სად ჩამოვარდება რაკეტა. ვიცი, რომ დღეს ამ იერიშს ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, ჯერ ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები“, – თქვა პრეზიდენტმა.