ოდესაში, სადაც ზელენსკი საბერძნეთის პრემიერს ხვდებოდა, რუსული რაკეტა ჩამოვარდა

პუბლიკა

ოდესაში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ხვდებოდა, რუსული რაკეტა ჩამოვარდა.

თავდასხმის შედეგად პრეზიდენტი და პრემიერი არ დაშავებულან. CNN-ის ცნობით, დაიღუპა 5 ადამიანი.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის საკმაოდ ახლოს იყო იმისთვის, რომ რაკეტის ჩამოვარდნა დაენახა.

„ჩვენ დღეს ვნახეთ სარაკეტო იერიში. თქვენ ხედავთ, თუ როგორ ვუმკლავდებით ამას, მათ არ ადარდებთ, სად ჩამოვარდება რაკეტა. ვიცი, რომ დღეს ამ იერიშს ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, ჯერ ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები“, – თქვა პრეზიდენტმა.