სოლიდარობა ბელარუსს - თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართა

პუბლიკა

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, ლიეტუვის საელჩოდან ბელარუსის საელჩომდე, ცოცხალი ჯაჭვი გამართეს. აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით, სოლიდარობა გამოხატეს ბელარუსში განვითარებული მოვლენების მიმართ.

„31 წლის წინ ორმა მილიონმა ადამიანმა ჩაკიდა ერთმანეთს ხელი და გააკეთა ჯაჭვი, რომელიც 600 კილომეტრზე მეტი სიგრძის იყო. ეს ჯაჭვი გამოხატავდა ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის დამოუკიდებლობის სურვილს. ბალტიის გზა გინესის მსოფლიო რეკორდების სიაში შევიდა, როგორც ყველაზე გრძელი ადამიანთა ჯაჭვი. ახლა ბელორუსში ჩვენი დები და ძმები იბრძვიან თავიანთი თავისუფლების დასაცავად, პოლიტპატიმრების განთავისუფლებისთვის, რომ მშვიდობიანი გზით დათმოს ალექსანდრე ლუკაშენკომ თავისი ძალაუფლება. ჩვენ ყველას გვაქვს შანსი და მორალური ვალდებულება გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა იმ ხალხის მიმართ, ვისაც დემოკრატია და თავისუფლება სურს“, – აცხადებენ  თბილისში აქციის ორგანიზატორები.