ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ქმარმა ცოლი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა.

შსს-ს ცნობით, კაცი ცხელ კვალზე დააკავეს, გამოძიება კი სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით 13-დან 17 წლამდე ისჯება.

LB loan image desktop LB loan image mobile