ცოტა გაუჭირდა, მაგრამ შეძლო 5 წუთით დერეფანში გავლა-გამოვლა - ექიმი სააკაშვილზე

პუბლიკა

ჯანდაცვის სმაინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის, ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის თქმით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა არი დადებითი და მან რამდენიმე წუთით სიარულიც შეძლო.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განუცხადა.

„ჩვენ ყოველდღე მივყვებით პროგრამას. მისი ორგანიზმი ამის საშუალებას გვაძლევს. ყველაფერი გეგმურად მიდის. ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენაა. რამდენი დრო დასჭირდება, ნამდვილად არ ვიცით. ყოველდღიურად ამიტომაც მოვდივართ, რომ მახვედრებენ ანალიზებს, ვაფასებთ მის მდგომარეობას, ისევ ვგეგმავთ საღამოს და მეორე დილას. გუშინ ამდენი ხნის შიმშილის შემდეგ, პირველი მცდელობა გვქონდა, რომ გაევლო დერეფანში. ცოტა გაუჭირდა, მაგრამ როგორც მორიგე ექიმმა და თვითონ პაციენტმა მითხრა, საღამოს შეძლო 5 წუთის განმავლობაში დერეფანში გავლა-გამოვლა. ნელ-ნელა ამ ფიზიკურ დატვირთვასაც დავუმატებთ, მაგრამ ეს მოხდება ნელ-ნელა და კონტროლის ქვეშ“,- განაცხადა გიორგაძემ.

მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდგომ მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.