Covid-19 | ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი

პუბლიკა

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი.

მათ შორის: თბილისში – 7 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში 362 გარდაცვალების შემთხვევაა.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 501.

4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 092, აჭარაში – 699.

მძიმე პაციენტია 589, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში – 90. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეa 281 პირი – მათ შორის, თბილისში – 163, აჭარაში – 77.

2 264 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 074 – აჭარაში, ხოლო 846 – თბილისში. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 080 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში-1 412.