CRRC: მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას მხარი მეტად უნდა დაუჭიროს

პუბლიკა

კვლევითმა ორგანიზაციამ, CRRC-მა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე მოსახლეობის აზრის კვლევა ჩაატარა. ერთ-ერთი კითხვა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის შეფასებას ეხებოდა.

მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის მთავრობას მეტად უნდა დაუჭიროს მხაროს. 32% ფიქრობს, რომ საკმარისად უჭერს მხარს. 2%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის მთავრობას ნაკლებად უნდა დაუჭიროს მხარი, ხოლო 1%-ის მიაჩნია, რომ მხარი საერთოდ არ უნდა დაუჭიროს.

მოსახლეობას ასევე ჰკითხეს საქართველოს მთავრობის მხრიდან უკრაინის დასახმარებლად გადადგმული რომელი ნაბიჯი იქნებოდა მისაღები ან მიუღებელი მათთვის.

ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას 85% იწონებს; ლტოლვილების მიღებას 79% ემხრობა, ფინანსურ დახმარებასაც იწონებს 86%; საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში საბრძოლველად წასვლაზე ნებართვას ემხრობა 42%; გამოკითხულთა 40% ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უნდა შეეზღუდოთ საქართველოში შემოსვლა; უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მიწოდება 31% ემხრობა.

მეთოდოლოგია: საველე სამუშაოები ჩატარდა 7-10 მარტს, სატელეფონო გამოკითხვა ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით მოხდა, შეირჩა 1 092 აბობნენტი, ცდომილება – 2.96%, გამოპასუხების დონე – 24%.

LB loan image desktop LB loan image mobile