ცუდია, რომ მიუხედავად სურვილისა, ვერ შევძელით ნარკოპოლიტიკის რეფორმის გატარება - ზოიძე

პუბლიკა

„ცუდია, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა და ძალისხმევისა, რიგი ბარიერების გამო, ვერ შევძელით თანამოაზრეებთან ერთად ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის გატარება, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლად ბოლომდე მისაყვანია, რათა ათეულ ათასობით ახალგაზრდის საზოგადოებაში ინტეგრაცია ვუზრუნველყოთ”, – ამის შესახებ დეპუტატი აკაკი ზოიძე facebook-გვერდზე წერს. მან დღეს საპარლამენტო მანდატი დატოვა.

„ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილის მიუხედავად ვერ დავეხმარე, ან უნებურად (მიზანმიმართულად და შეგნებულად არასდროს) გული ვატკინე სიტყვით ან საქმით”, – წერს ზოიძე.