ყოფილი ცოლის ყელში დაჭრის ბრალდებით კაცი დააკავეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყოფილი ცოლის ყელში დაჭრის ბრალდებით კაცი დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს ყოფილი მეუღლე – თ.ე. ცივი იარაღით ყელის არეში  დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით  მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.