შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს
დაბადებული ზ.ბ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა ყოფილ მეუღლეს, 1991 წელს დაბადებულ თ.ლ.-ს“, – წერია უწყების განცხადებაში.
შსს ამბობს, რომ ამის შემდეგ ის ქალის დაწვას შეეცადა.
„მომხდარის შემდეგ, ზ.ბ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – წერია შსს-ს განცხადებაში.
დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მიმდინარეობს.