დააკავეს პირი, რომელიც მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა - შსს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.