დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევაა თეთრიწყაროში - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. მან თქვა, რომ თეთრიწყაროში გუშინ აქტიურად დაიწყო კვლევა და დაახლოებით 20-მდე დადებითი შემთხვევა დადასტურდა.

„თეთრიწყაროში გუშინ მთელი დღე იმუშავა ჩვენმა ჯგუფმა. გუშინდელი მუშაობის შედეგია ის, რომ იქ გამოვლინდა ინფიცირებულები, სამწუხაროდ, უმეტესობა ჩვენი კოლეგაა. დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევაა თეთრიწყაროში. იქ დღესაც მუშაობს  ჩვენი ჯგუფი და იმედი მაქვს, რომ მოხერხდება თეთრიწყაროშიც შეკავება როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში მოხერხდა”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.