დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები 10 დღით დაიკეტება

მინდია გაბაძე

დაცული ტერიტორიების სააგენტო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრების დაკეტვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ახალი ტიპის კორონავირუსის „COVID-19-ის“ გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები 14 მარტიდან 10 დღით დაიკეტება. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით სიახლეების შესახებ გეცნობებათ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდისა და ოფიციალურ Facebook-გვერდების საშუალებით.“  – წერია განცხადებაში.