დაცვის ამაზე უკეთესი საშუალება,  ჯერჯერობით, არ არის – გამყრელიძე პირბადის ტარებაზე

პუბლიკა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დახურულ სივრცეში პირბადე ატარონ.  მისივე განმარტებით, დახურულ სივრცეებთან ერთად, პირბადის ტარება საჭიროა ღია სივრცეშიც, თუ იქ ბევრი ადამიანი იკრიბება და არ არის დისტანციის დაცვის საშუალება.

„ჩვენ ვამჩნევთ, რომ თანდათან მოვეშვით…. დახურულ შენობებში აუცილებელია პირბადის ტარება.

დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში უკვე მეორე ტალღის ტიპის განვითარებაა, – საფრანგეთში, ესპანეთში, ასევე, ნაკლებად, მაგრამ არის ზრდის ტენდენცია გერმანიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ტურიზმი განვითარდა. დღეს პირბადის ტარება განიხილება ძალიან მკაცრად, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი პრევენციული საშუალების სავალდებულოდ ტარების აუცილებლობა. ჯარიმა რამდენიმე ასეული ევროს ფარგლებშია აყვანილი.

მე არ ვსაუბრობ ჯარიმებზე აქ. მე ვსაუბრობ თვითშეგნების ამაღლებაზე მოსახლეობაში. საფრანგეთის მთავრობამ განიხილა, ასევე, ღია სივრცეებში პირბადის სავალდებულოდ ტარების აუცილებლობა, ვინაიდან, ხაზს ვუსვამ, დაცვის ამაზე უკეთესი საშუალება,  ჯერჯერობით, არ არის”, – განაცხადა მან.