დაეხმაროს საქართველოს მთავრობა სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში – ამ მოთხოვნით პეტიცია შეიქნა.
„ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, რომ განიხილოს მეზობელი ქვეყნის დახმარება ასეთ რთულ დროს. დახმარებაში ვგულისხმობთ სომხეთისთვის შეთავაზების გაკეთებას მათი პაციენტების საქართველოში მკურნალობასთან დაკავშირებით. ვთვლით რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოს დასახმარებლად და რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსასწორებლად, “- ნათქვამია პეტიციაში.
სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დამყარდა. ბოლო მონაცემებით Covid 19-ით ინფიცირების 697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„ეპიდემიური სიტუაცია გაუარესდა ქვეყანაში. არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, თუმცა მათი ჰოსპიტალიზაცია არ შეგვიძლია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთში Covid 19-ით ინფიცირების 11 221 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 468 განიკურნა, ხოლო 176 გარდაიცავალა.