დაფიქსირდა კრიტიკული დარღვევები – ობიექტზე, სადაც ერთი მუშა დაიღუპა, სამინისტრომ სამუშაოები შეაჩერა

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კორპუსზე, საიდანაც ორი მუშა ჩამოვარდა, სამუშაოები შეჩერდა.  მათი ინფორმაციით, ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული დარღვევა დაფიქსირდა.

„ამ წუთის მდგომარეობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევაჩეროთ სამუშაო პროცესი, შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევების გამო. კერძოდ, სიმაღლეზე სამუშაოების დროს მასალა აჰქონდათ კუსტარულად დამზადებული მექანიზმის გამოყენებით, რაც შეუსაბამოა კანონმდებლობასთან“, – განაცხადა ფერაძემ.

დღეს ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ მიმდინარე მშენებლობაზე, სავარაუდოდ, გარე ლიფტი ჩაწყდა, შემთხვევის შედეგად 1 მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. „პუბლიკას“ აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი თქმით, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.