ორგანიზაცია „12 სართულის“ ბაზაზე ახალი პოლიტიკური მოძრაობა დაფუძნდა.
მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვადო მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მოძრაობაში ელოდებიან ყველას, ვისაც არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი არ მოსწონს და მოქმედებაზე გადასვლა სურს.
„საქართველოში პირველად იწყება ახალგაზრდების და ახალი სახეების პოლიტიკური მოძრაობა და მას ვიწყებთ ჩვენ, ჩვენ გარშემო და გვერდით მდგომი ძალიან ბევრი ადამიანი. მთელი საქართველოდან არიან და თანდათან ყველას წარგიდგენთ და გაგაცნობთ.
ჩვენი მოძრაობის სახელია „სართული, ახალი თაობის“ ძალა. ვიწყებთ სართულის შენებას, ახალი თაობის ძალის შენებას და გულით გვჯერა, ეს მოძრაობა იქნება ყველასი, იქნება ყველასთვის და გელოდებით ყველას, ვინც ხვდება და იაზრებს, რომ საჭიროა ევროპული მაგრამ ეროვნული ძალები, ვინც დაიღალა ძველი პოლიტიკური სიბინძურით, ვინც დაიღალა იმით, რომ პირად ინტერესებს შეეწირა აწმყო, ჩვენი მომავალი ეწირება, ადამიანები გადიან ქვეყნიდან და ვინც დაიღალა იმით, რა სიტუაციაც დღესაა და ვინც ფიქრობს, რომ მოქმედებაზე გადასვლაა საჭირო“, – განაცხადა ვადო მაჭავარიანმა, მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.