ნაძვის ხის ანთების ცერემონიის დეკორაცია, საციგურაო მოედანი, მუსიკალური სცენა, სანტას კომპლექსი, საშობაო ბაზარი, საცეცხლე კასრები და სხვა – თბილისის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადება უკვე დაიწყო.
საახალწლოდ რის შესყიდვას აპირებს მერია და რა ფასად? – ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოცხადებული ტენდერები
უშუალოდ საახალწლო საჭიროებებისა და ღონისძიებებისთვის მერიამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 2 353 651 ლარის ტენდერი გამოაცხადა.
„პუბლიკა“ გთავაზობთ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაციას (მოცემულია შესყიდვის სავარაუდო ღირებულება):
- ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიის დეკორაციისთვის – შესყიდვის სავარაუდო ღირებულება – 43 500 ლარი.
- ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნისთვის სასცენო დეკორაციით მომსახურება – 45 000-ლარიანი ტენდერი;
- საახალწლო ღონისძიებებისთვის ლითონის კონსტრუქციის ფორმებით აწყობილი თაღის შესყიდვისთვის – 16 000-ლარიანი ტენდერი.
- გარე გამოყენების (Outdoor) ეკრანით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა – 157 200 ლარი.
- 2 მუსიკალური სცენით (მონტაჟი/ექსპლუატაცია/დემონტაჟი) მომსახურების შესყიდვა – 159 925 ლარი.
- ე.წ. სანტას კომპლექსის გაკეთება და მომსახურების შესყიდვა – 258 026 ლარი;
- ტენდერი საცეცხლე კასრების შესასყიდად – მერია 40 ცალის შეძენას აპირებს 6 000 ლარად. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კასრზე ამოჭრილი უნდა იყოს არანაკლებ 15 ვარსკვლავი;
- ღინისძიებებისთვის წრიული ფორმის სასცენო გადახურვით მომსახურებისთვის – შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 120 000 ლარი;
- პროექტის „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ ორგანიზებისთვის – შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 78 000 ლარი იქნება.
- სხვადასხვა ტიპის სცენები, პოდიუმები, მრავალდონიანი ტრიბუნები და სცენის ბექგრაუნდისთვის კონსტრუქციები – 683 000 ლარი.
- პროექტის „თბილისის საშობაო ბაზრის“ ორგანიზებისთვის – 378 000 ლარი;
- თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული საახალხო ინვენტარის აღდგენა–რესტავრაციისა და მონტაჟი–დემონტაჟის მომსახურების შესყიდვა – 57 000 ლარი;
- ასაწყობი ტიპის სცენებით და „D“ ტიპის სასცენო გადახურვებით მომსახურების შესყიდვა – სავარაუდო ღირებულება 54 000 ლარი.
- საციგურაო (სინთეტიკური ყინული) მოედნით მომსახურება – 55 000 ლარია.
- ასაწყობი ტიპის მინის სცენებით მომსახურების შესყიდვა – ღირებულება – 143 000 ლარი.
- „დიდი კონცერტის“ პროფესიონალური გახმოვანების საკონცერტო აპარატურით მომსახურების შესყიდვა – 100 000 ლარი.