დაიბომბა მარიუპოლის თეატრი, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს

პუბლიკა

მარიუპოლის ცენტრში რუსმა ოკუპანტებმა ბომბი ჩამოაგდეს და გაანადგურეს დრამატული თეატრის შენობა. ამის შესახებ ქალაქის საბჭო იუწყება.

„დღეს რუსულმა ჯარებმა მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი, რომელიც უშუალოდ ქალაქის ცენტრში მდებარეობს.

თვითმფრინავმა დაბომბა შენობა, სადაც ასობით მშვიდობიანი ადამიანი აფარებდა თავს. ამ საშინელი და არაადამიანური საქციელის შეფასება ჯერ შეუძლებელია, რადგან ქალაქში საცხოვრებელი კვარტლების დაბომბვა გრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მასში აღნიშნულია, რომ დაბომბვის შედეგად, დაინგრა დრამატული თეატრის ცენტრალური ნაწილი. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.