დაკარგულის მოსაძებნად ზაჰესის დამბა გაიხსნება და ჟინვალჰესის დაიკეტება - საგანგებო მოსახლეობას აფრთხილებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

სამსახურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებისთვის 20 ივნისს 17:00 საათიდან 21 ივნისის 18:00 საათამდე იგეგმება ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა. ეს გამოიწვევს მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

შსს-ს ინფორმაციით, 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი დაკარგვის შესახებ შეატყობინა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

უწყებაში ამბობენ, რომ ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი.