თვალის დაკარგვის საფრთხე აღარ არსებობს - „ნიუ ჰოსპიტალსი"

პუბლიკა

ახალგაზრდა კაცს თვალის დაკარგვის საფრთხე არ აღარ ემუქრება, – ამის შესახებ „პუბლიკას” „ნიუ ჰოსპიტალსში” განუცხადეს.  ახალგაზრდა კაცი თვალის არეში დაზიანებით აქციიდან გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში ამბობენ, მას უშუალოდ თვალი აქვს დაზიანებული, თუმცა დაზიანების ხარისხი არ აღმოჩნდა მძიმე. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტს შესაბამისი პროცედურა ჩაუტარეს.

კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, მათთან ასევე გადაყვანილია კაცი სასუნთქი გზების დაზიანებით.


1 მაისს პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო. მოქალაქეები რუსული კანონის წინააღმდეგ და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციებს უკვე მეორე კვირაა მართავს. 30 აპრილსა და 1 მაისს აქციის მონაწილეები ძალადობრივად დაშალეს.