დაკავებულია კაცი, რომელმაც 13 წლის ბავშვზე სექსუალურად იძალადა - შსს

პუბლიკა

ზუგდიდში 13 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური დანაშაულის ბრალდებით, 50 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს. ამის შესახებ „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

13 წლის მოზარდის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ორსული მოზარდი დედამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.