დაკავებულია ხაშურში ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული – შსს

პუბლიკა

პოლიციამ ხაშურში 1992 წელს დაბადებული პირი, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

პოლიციის მისვლამდე ბრალდებული შეაჩერა და განაიარაღა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, უმცროსმა ინსპექტორმა, ალექსი ტაბატაძემ, რომელიც არასამუშაო დროს ქალაქ ხაშურში იმყოფებოდა და მომხდარ ფაქტს შეესწრო“, – წერს შსს.

უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა მ.ლ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.