ხაშურში კაცმა ქალი დანით დაჭრა

მინდია გაბაძე

ხაშურში კაცმა ქალი დანით დაჭრა. შემთხვევა ქუჩაში მოხდა, თვითმხილველების თვალწინ. ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, დაკავებულია დაჭრილი ქალის ქმარი.

მათივე ცნობით, დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

„პუბლიკა“ შსს-დან კომენტარს ელოდება.