2 ივნისს აქციაზე დაკავებულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრებმა: ედუარდ მარიკაშვილმა, საბა ბრაჭველმა და ნიკა რომანაძემ იზოლატორები ეტაპობრივად დატოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ მიმართ 48-საათიანი დაკავების ვადა გამოიყენა. უფლებადაცვითი ორგანიზაციების შეფასებით, კანონში არსებულ ამ ჩანაწერს შსს პრაქტიკაში სადამსჯელო მექანიზმად იყენებს.
„ეს წესი 2 წლის წინ შეიცვალა. პარლამენტმა შსს-ს მისცა უფლება, დაკავების ვადა ერთჯერადად, 24 საათით გაეგრძელებინა. კანონის თანახმად, ეს მხოლოდ მაშინ უნდა იყოს შესაძლებელი, თუ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შსს ასაბუთებს, რომ დაკავების ვადის გაგრძელება მიზანშეწონილია. თუმცა, რეალობაში, დაკავების ვადის გაგრძელების პრაქტიკა, ისევე როგორც მთლიანად სამართალდარღვევათა კოდექსი, სადამსჯელოდ გამოიყენება, ვიდრე რეალური საჭიროებისთვის”, – ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე.
მანამდე დაწესებულება ასევე დატოვეს დაკავებულმა აქტივისტებმა – ლევან ნიშნიანიძემ და ლაშა ჯანჯღავამ.
2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს), ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.