მარნეულში საკრებულოს წევრმა დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - პლატფორმა 2020

პუბლიკა

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ ცნობით, მარნეულის ოლქის მე-5 უბანზე მათ გრძელვადიან დამკვირვებელს, გიორგი მუმლაძეს ადგილობრივი საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ ჭონიაშვილი დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე, გიორგი მუმლაძის შეტყობინების საფუძველზე, მარნეულის პოლიციაში საქმე აღიძრა.

მეტი ინფორმაციის მისაღებად, „პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება. გიორგი მუმლაძის განცხადებით, ადგილობრივი საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ ჭონიაშვილი მას დაემუქრა და მეხუთე უბნიდან ჟურნალისტებთან ერთად გასვლა მოსთხოვა.

„ფაქტს შეესწრო მარნეულის პოლიციის უფროსი, რომელსაც რეაგირება ვთხოვე. მან მითხრა, რომ პოლიციაში დამერეკა. შესაბამისად, დავრეკე 112-ში და ჩემი შეტყობინების საფუძველზე აღიძრა საქმე“, – განაცხადა მუმლაძემ.