დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის პირობებში არჩევნების შედეგებს მეტი ნდობა ექნებოდა - სახელმწიფო დეპარტამენტი

პუბლიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ სპეციალური ბრიფინგი გამართეს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს და წლევანდელი არჩევნები შეაფასეს. მათი განცხადებით, საქართველოში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული კითხვების გაჩენას ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლო სისტემისადმი ოპოზიციისა და ხალხის ნაწილის უნდობლობა უწყობს ხელს.

სწორედ ამიტომ, მათი განცხადებით შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწა, ამ კითხვების არგაჩენას და პროცესის სამართლებრივად წარმართვას შეუწყობდა ხელს.

„სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომ გამართა სახელმწიფო მდივანმა სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა სასამართლო რეფორმის შესახებ. რადგან, თუ ნამდვილად იქნებოდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებები გადაწყდებოდა სასამართლოს გზით და შემდეგ ხალხსაც შედეგების მიმართ ნდობა ექნებოდა.

ახლა, საჩივრების ნაწილი ცესკოშია შეტანილი, ნაწილის განხილვა კი სასამართლოში გრძელდება. მაგრამ იმის გამო, რომ ოპოზიციონერთა ნაწილი არ ენდობა სამართლებრივ სისტემას, იქნება ეს ცესკო-სი თუ სასამართლოსი, ისინი ჩიხში არიან“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.