დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, პიროტექნიკის გამოყენებისას წუხელ 6 ადამიანი დაშავდა

პუბლიკა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, წუხელ პიროტექნიკით დაზიანების ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

გუგა ქაშიბაძის თქმით, პაციენტებს, ძირითადად, მარჯვენა მტევანი და სახის არე ჰქონდათ დაზიანებული.

„გუშინ გვყავდა ოთხი პაციენტი. დღეს მოგვაკითხა კიდევ ორმა. ოთხი ბავშვია, ორი კი – მოზარდი. სერიოზული შემთხვევა არც ერთი არ დაფიქსირებულა. დაზიანება, ძირითადად, მარჯვენა მტევნისა და სახის არეში ჰქონდათ. სერიოზული შემთხვევა, საბედნიეროდ, არ ყოფილა“, – განუცხადა „პირველ არხს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა.