დანაშაულები შემცირებულია 10%-ით, მაგრამ მკვლელობამ მოიმატა 11%-ით | პარლამენტში გომელაურს უსმენენ

პუბლიკა

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. ვახტანგ გომელაურმა თავის მოხსენებაში კიდევ ერთხელ ისაუბრა დანაშაულების სტატისტიკაზე და აღნიშნა, რომ დანაშაულები შემცირებულია 10%-ით.

„მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ, ფაქტობრივად, გააორმაგა პოლიციის პასუხისმგებლობა, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, ჩვენი, ძირითადი საქმიანობის კუთხით. უმთავრესი გახლავთ, რა თქმა უნდა, კრიმინალთან ბრძოლა. დანაშაული გასულ წელთან შედარებით შემცირდა 10%-ით. კლების მნიშვნელოვანი ტენდენცია გვაქვს მთელ რიგ დანაშაულებზე – ყაჩაღობა შემცირდა 42%-ით, გამოძალვა შემცირდა 34%-ით, ძარცვა – 25%-ით, ქურდობა – 12%-ით, ხოლო ბინების გაქურდვა შემცირდა 28%-ით; მკვლელობის მცდელობა – 5%-ით.

ცხადია, არავინ გაურბის იმ ფაქტებს, რომ გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებებზე – კიბერდანაშაულმა მოიმატა 24%-ით, ოჯახში ძალადობამ მოიმატა 8.5%-ით, ხოლო მკვლელობამ – 11%-ით, რაც 7 ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.