დანიასა და ესტონეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

პუბლიკა

დანიასა და ესტონეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

„როუტერსის“ ინფორმაციით, დანიის ჯანდაცვის ორგანომ განაცხადა, რომ დანიაში კორონავირუსის ინფექცია აღმოაჩნდა მამაკაცს, რომელიც ახალი დაბრუნებულია ჩრდილო იტალიდან. ოთხშაბათს, ღამით, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ მამაკაცი იზოლირებულია.

„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ახალ ვითარებას. ვმუშაობთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე“, – თქვა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა, მაგნუს ჰუნიკემ.

The New York Times რუსულ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით წერს, რომ ესტონეთმა ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა.

„საუბარია ირანის მოქალაქეზე, რომელიც ესტონეთის მუდმივი მცხოვრებია და ირანიდან ახალი დაბრუნებულია“, – განაცხადა ესტონეთის სოციალურ საკითხთა მინისტრმა.