Საქართველოში დანიის საელჩოს განცხადებით, „დანიური სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი, რომელიც ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება. Საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და დამატებით კომენტარისგან თავს იკავებს“, – განცხადებას IPN ავრცელებს.
ელჩმა ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ მედიაში Op-Ed გამოაქვეყნა და მასში ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა.
საელჩო აცხადებს, რომ დანია მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე და დარჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის თანამშრომლობის მხარდამჭერად.
„სტატია დანიური გაზეთისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწერა. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია დანიას საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის, ახლად გახსნილი საელჩოს მეშვეობით მწვანე გადასვლის, მშვიდობის, სტაბილურობისა და ასევე, სხვა სფეროებში თანამშრომლობის გზით. დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, რეფორმების განხორციელების კუთხით დარჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თანამშრომლობის მხარდამჭერი.
ჩვენ ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში. საელჩოს არ აქვს სურვილი წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში ოლიგარქი უწოდა და აღნიშნა, რომ მან თავისი ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.