დარჩიაშვილის თქმით, უნგრეთი და საქართველო კიდევ უფრო დაახლოვდებიან

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ „უნგრეთი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გამორჩეული მხარდამჭერია. შესაბამისად, ამ ვიზიტს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ საფეხურზე გადავა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა.

„ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ წლების განმავლობაში, გვექნება ახალი კონკრეტული იმპულსები, რომლითაც კიდევ უფრო დაახლოვდება ჩვენი ორი ქვეყანა, კიდევ უფრო გაძლიერდება თანამშრომლობა,“ – განმარტა დარჩიაშვილმა და აღნიშნა რომ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ისევე როგორც თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში იქნება საქართველოსა და უნგრეთს შორის კავშირების გაძლიერების პრიორიტეტული მიმართულებები.

LB loan image desktop LB loan image mobile