დარჩით სახლში, ოღონდ საკუთარ სახლში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვიდეოს ავრცელებს

პუბლიკა

„დარჩით სახლში, ოღონდ საკუთარ სახლში. არა მეზობლის სახლში ან მეგობრის სახლში, საკუთარ სახლში დარჩით“, – ამბობს ვიდეომიმართვაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. ახალ ვიდეომიმართვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის დირექტორი, მისი მოადგილე და თანამშრომლები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ სახლში დარჩენისკენ.

„დიდი მადლობა ყველას, ვინც ითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის პროცესში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად – ჩვენი საზოგადოება, სახელმწიფო, ჩვენ – ექიმები დავამარცხებთ ამ ვერაგ დაავადებას. დარჩით სახლში!“, – ასე იწყებს ვიდეომიმართვას ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

#დარჩისახლში #COVID19 #NCDC

#დარჩისახლში#COVID19#NCDC

Posted by National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) on შაბათი, 18 აპრილი, 2020

 

დღეს ღამით, დაწესებული რეგულაციებისა და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო ლიტურგიას მრევლთან ერთად გამართავს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა და ექიმებმა მოსახლეობას ბოლო დღეების განმავლობაში სახლში დარჩენისკენ, მათ შორის სააღდგომო ლიტურგიაში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ არაერთხელ მოუწოდეს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 84 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.