დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „ვაგნერი" მოსკოვისკენ მიიწევს - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

პუბლიკა

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „ვაგნერი” მოსკოვისკენ მიიწევს – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სმაინისტროს ინფორმაციაშია საუბარი.

მანამდე გავრცელდა სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის განცხადება, სადაც იგი ეხმაურება ვლადიმერ პუტინს და ამბობს, რომ ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ცდება, და რომ იგი დანებებას არ აპირებს.

ამ დროისთვის ვორონეჟის ოლქში თავდაცვის ძალებსა და ვაგნერს შორის შეტაკებები მიმდინაროებს. რუსეთის თავდაცვის ძალებმა დაბობმეს ვაგნერის კოლონა, ვაგნერმა ჩამოაგდო თავდაცვის ძალების სამგზავრო თვითმფრინავი.