დარწმუნებული ვარ, გახარიას ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ - კალაძე

პუბლიკა

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის კახა კალაძის შეფასებით, გიორგი გახარიას ამომრჩეველი “ნაციონალურ მოძრაობას” ხმას არასოდეს მისცემს და რომ არა გახარიას კანდიდატურა, ის არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებდა.

“ბევრ გარემოებაზე იყო დამოკიდებული, მათ შორის, შეიძლება ითქვას, რომ რომ არა მისი კანდიდატურა, შეიძლება ხმები, რომელიც მიიღო, ყოფილიყო ჩვენი ხმები. თუმცა, წინ მეორე ტურია. მე დარწმუნებული ვარ, მისი ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას “ნაციონალურ მოძრაობას”, არასდროს მისცემს ხმას წარსულს და ბოროტებას და კარგად ხედავენ რეალურად, რისი არჩევა გვიწევს – რასა და რას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება,”- აცხადებს კახა კალაძე.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს ჩატარდება.