ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ვის დააყენებს ოპოზიციის ნაწილი თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებად.
გლდანში მაჟორიტარ კანდიდატად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია დასახელდა.
„მნიშვნელოვანი ბრძოლა გველოდება, ეს არ იქნება ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია. რადგან ჩვენი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ოპონენტი არ არის. ჩვენი მოწინააღმდეგე ოლიგარქია, ადამიანი, რომელიც მხოლოდ ზრუნავს საკუთარ კეთილდღეობაზე. შეუძლებელია სახელმწიფო განვითარდეს და ან ჰქონდეს განვითარების შანსი, სადაც ქვეყნის მართვის სადავეებთან ოლიგარქია.
დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თბილისელი გააკეთებს სწორ არჩევანს. ეს არჩევანი არის ან ხარ ისტორიის სწორ მხარეს, ან ხარ ისტორიის არასწორ მხარეს. ან ხარ ფარცხალაძე, მურუსიძე ჩინჩალაძეებისკენ, ან ხარ შენი შვილების და შვილიშვილების ნათელი მომავლის მხარეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.