„დასავლეთში მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთთან კონფლიქტისთვის უნდა მოემზადოს“ - NATO-ს მაღალჩინოსანი

პუბლიკა

NATO-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი და ნიდერლანდელი ადმირალი, რობ ბაუერი ამბობს, რომ დასავლეთში მშვიდობიანი მოქალაქეები რუსეთთან კონფლიქტისთვის მზად უნდა იყვნენ.

ბაუერის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გლობალური ომი დაიწყება, მთავრობები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი ქვეყნები მზად არიან ომისთვის.

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება და ყველაფერი შოკოლადში არ იქნება მომდევნო 20 წლის განმავლობაში. მე არ ვამბობ, რომ სიტუაცია ხვალ გართულდება, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის მოცემულობა არ გვაქვს რომ ჩვენ მშვიდად ვიყოთ.

სწორედ ამიტომ გვაქვს გეგმები, ვემზადებით [ნატოს ძალები] რუსეთთან და ტერორისტულ ჯგუფებთან კონფლიქტისთვის, თუ თავს დაგვესხმებიან. ჩვენ არ ვეძებთ რაიმე სახის კონფლიქტს, მაგრამ თუ თავს დაგვესხმებიან, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა რობ ბაუერმა.