„დაუსჯელობის განცდა მორიგი დანაშაულის წახალისებას უწყობს ხელს" - ქართველ მუსლიმთა კავშირი

პუბლიკა

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კანონის შესაბამისად იმოქმედოს, რათა მუსლიმ თემს თავიანთი რელიგიური ღვთისმსახურების შესრულების თავისუფლება მიეცეს!” – სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას  „ქართველ მუსლიმთა კავშირი” ეხმაურება.

„2021 წლის 12 იანვარს ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მართლმადიდებლური თემის წარმომადგენლებმა თავდასხმა განახორციელეს ადგილობრივ არასრულწლოვან მუსლიმებზე. რის შედეგადაც დაზარალებულებისთვის სამედიცინო ქირურგიული ჩარევა გახდა აუცილებელი.

აღნიშნული ფაქტი უკიდირესად შემაშფოთებელია. რაც ნათელყოფს, ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებას რელიგიური უმცირესობების მიმართ. რელიგიური უმცირესობების მიმართ მოძალადე პირები დღემდე შესაბამის ორგანოებს არ გამოუვლენიათ და შესაბამისად არავინ დასჯილა. დაუსჯელობის განცდა მორიგი დანაშაულის წახალისებას უწყობს ხელს.

ცხადია, ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება არ შეესაბამება ჩვენი საზოგადეობის მიერ საყოველთაოდ გაცხადებულ დემოკრატიულ ღირებულებებსა თუ ფასეულობებს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კანონის შესაბამისად იმოექმედოს, რათა მუსლიმ თემს თავიანთი რელიგიური ღვთისმსახურების შესრულების თავისუფლება მიეცეს!” – წერია „ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარის ჯამბულ აბულაძის განცხადებაში.